1 ივნისს 5 ქართული ანიმაციური ფილმის ონლაინ ჩვენება შედგება
მაისი 29, 2020
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით შედგება 5 ქართული ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმის ონლაინ ჩვენება.
პროგრამა:
- “ჯინო” – რეჟისორი დათო კიკნაველიძე
- “ფრანი” – რეჟისორი ლადო სულაქველიძე
- “ლილე” – რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი
- “მეთევზე და გოგონა” – რეჟისორი მამუკა ტყეშელაშვილი
- “ბებო” – რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი
ფილმების ბმულები გასაჯაროვდება ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 1 ივნისის დადგომისთანავე და ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში.