კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს პანდემიის გამო ვერ მოხერხდა რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ ფილმების საწყისი მასალების ჩამოტანა, ტექნიკური სამუშაოები (ფილმების აღდგენა) არ შეჩერებულა.
ფილმების აღდგენა-რესტავრაციას ეროვნული კინოცენტრი საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით ახორციელებს. 2021 წელს იგეგმება შემდეგი 8 ქართული ფილმის აღდგენა:
- ივანე პერესტიანის “სურამის ციხე”
- ივანე პერესტიანის “არსენა ჯორჯიაშვილი”
- ამო ბეკ ნაზაროვის “მამის მკვლელი”
- ნიკოლოზ შენგელაიას “გიული”
- ზაქარია ბერიშვილის “იბრაჰიმი და გოდერძი”
- გიორგი მაკაროვის “ქალი ბაზრობიდან”
- მიხეილ გელოვანის “ახალგაზრდობა იმარჯვებს”
- ლეო ესაკიას “ჰოლტზე”
რვავე ფილმი 1920-იანი წლების ეპოქას ეკუთვნის, რომელიც გამორჩეული პერიოდია ქართული კინოსთვის.
ამას გარდა, ეროვნული კინოცენტრი 2021 წელს აღადგენს ისეთი ლეგენდარული ქართვლი რეჟისორების ფილმებს, როგორებიცაა:
- ელდარ შენგელაიას “შერეკილები”
- რეზო ესაძის “ერთი ნახვით შეყვარება”
- ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის “მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა”
ქართული ფილმების საწყისი მასალების სამშობლოში დაბრუნდების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდი“-დან ჩამოტანილია 60-მდე ფილმი, აქედან აღდგენილია 23. წლის ბოლომდე აღდგენილი ფილმების რაოდენობა 34-ამდე გაიზრდება.