„მეოთხე ბრაიტონი“ გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთ გზის და ოლიმპიური თამაშების ორ გზის ჩემპიონი – ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ -ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც “მეოთხე ბრაიტონი” სამწუხაროდ ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
„მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოს, ბულგარეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის კოპროდუქციაა. “მეოთხე ბრაიტონის“ ერთ-ერთი თანაპროდიუსერია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო თანადამფინანსებელი საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.
ლევან კოღუაშვილისა და ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალის თანამშრომლობა 2006 წელს იწყება, როდესაც რეჟისორმა კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ვალი“ წარმოადინა.
ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტიალი 2001 წელს რობერტ დე ნირომ და ჯეინ როზენტალმა დააარსეს და მას შემდეგ ღონისძიება ყოველწლიურად ნიუ იორკში იმართება.