ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.
ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:
- “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე
- “პერსონა #2“ – რეჟისორი ნინო ბასილია
- „მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი
წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე.
კომისიის შემადგენლობაში არიან:
- მერაბ ნინიძე
- ნანა ჯორჯაძე
- ნანა ექვთიმიშვილი
- დეა კულუმბეგაშვილი
- კონსტანტინე ჩლაიძე
- გიორგი ოვაშვილი
- რატი ონელი
- ლევან კიტია
- ვლადიმერ კაჭარავა
- ალექსანდრე გაბელია
- გიგიშა აბაშიძე
- ია სუხიტაშვილი
- ირაკლი სოლომანაშვილი
- მარიამ ჭაჭია
- თამთა გაბრიჩიძე
კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების დახურული ჩვენება შედგება 12 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში (მის: პეკინის #40). კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება დღის ბოლოს.