2014 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები.
დეკემბერი 24, 2014
24 დეკემბერს გამოვლინდა ეროვნული კინოცენტრის მიერ 2015 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული.
კონკურსიის მეორე ტურში მონაწილე პროექტმა „ნელსონი” (პროდიუსერი – შპს „მილიმეტრ ფილმი” დირექტორი – სულიკო წულუკიძე, რეჟისორი – ლუდი ბოეკენი), მიიღო 140 ქულა და ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიის რეკომენდაციით დაფინანსდა 500 000 (ხუთასი ათასი) ლარით.