2015 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსის პირველი ტურის შედეგები.
იანვარი 15, 2015

ეროვნული კინოცენტრის მიერ 2015  წელს  სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების
დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი  იყო 13  
პროექტი.

2015  წლის 15 იანვრის  სხდომაზე კომისიის წევრების შეფასებით პირველ ტურში ქულები ასე
განაწილდა:

 1.  ფრინველებზე  მოთვალთვალე (პროდიუსერი – შპს „აბკ სტუდია” დირექტორი – მამუკა ჩიხრაძე,
რეჟისორი – დავით ქვარცხავა) – 83  ქულა.
2.  ტერცო  მონდო  (პროდიუსერი – შპს „სინეტექი” დირექტორი – ზურა მაღალაშვილი, რეჟისორი –
მერაბ კოკოჩაშვილი) –  90 ქულა.
3.  უცხო  (პროდიუსერი -შპს „მილიმეტრ ფილმი” დირექტორი – სულიკო წულუკიძე, რეჟისორი –
დიმიტრი მამულია) – 133  ქულა.
4.  მაღლა  აწეული  ხელები  (პროდიუსერი – შპს „გოგო ლები” დირექტორი – ქეთი მაჭავარიანი,
რეჟისორი – ქეთი მაჭავარიანი) –  112  ქულა.
5.  პირველი  ბერი   (პროდიუსერი – შპს “საქართველოს კინოსაინვესტიციო ჯგუფი” დირექტორი –
ირაკლი ჩიკვაიძე, რეჟისორი- გიორგი კაჭარავა) – 81 ქულა.
6.  ხიბულა  (პროდიუსერი – შპს „ალამდარი” დირექტორი – ნინო დევდარიანი, რეჟისორი – გიორგი
ოვაშვილი) – 99  ქულა.
7.  გადასვლა  (პროდიუსერი – შპს ,,შვიდკაცა +’’  დირექტორი – გიორგი ბარაბაძე, რეჟისორი – გიორგი
ბარაბაძე) – 80 ქულა.
8.  ხსნის მთა  (პროდიუსერი – შპს „არტიზმი ” დირექტორი – ლაშა ხალვაში,რეჟისორი – დავით
ჯანელიძე) – 84  ქულა.
9.  დრამერი  (პროდიუსერი – შპს „პარაშუტი”დირექტორი – ელენე მარგველაშვილი, რეჟისორი -კოტე
კალანდაძე) – 80 ქულა.
10.  ვისია  უშბა?  (პროდიუსერი – შპს „თეთნულდი” დირექტორი – ბადრი ჯაჭვლიანი, რეჟისორი –
იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი) – 80  ქულა.
11.  ვენეცია (პროდიუსერი – შპს „ნიკე სტუდიო” დირექტორი – რუსუდან ჭყონია, რეჟისორი –
რუსუდან ჭყონია) – 112  ქულა.
12.  სავარძელი  (პროდიუსერი – შპს „ახალი ქართული ფილმი”დირექტორი – ნიკოლოზ აბრამიშვილი,
რეჟისორი – ელდარ  შენგელაია) – 86  ქულა.
13.  ჩემი  ბედნიერი  ოჯახი  (პროდიუსერი – შპს „პოლარე ფილმი” დირექტორი -ნანა ექვთიმიშვილი,
რეჟისორი – ნანა ექვთიმიშვილი) – 131  ქულა.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით მე-2 ტურში გადავიდა ყველა ის პროექტი, რომელმაც  110 და მეტი
ქულა მოიპოვა. მე-2 ტურში მონაწილეობას მიიღებს  4 პროექტი:
 
 1. უცხო  (პროდიუსერი -შპს „მილიმეტრ ფილმი” დირექტორი – სულიკო წულუკიძე, რეჟისორი –
დიმიტრი მამულია) – 133  ქულა.
2. ჩემი  ბედნიერი  ოჯახი  (პროდიუსერი – შპს „პოლარე ფილმი” დირექტორი – ნანა ექვთიმიშვილი,
რეჟისორი – ნანა ექვთიმიშვილი) – 131  ქულა.
3. მაღლა აწეული ხელები  (პროდიუსერი – შპს „გოგო ლები” დირექტორი – ქეთი მაჭავარიანი,
რეჟისორი – ქეთი ) – 112  ქულა.
4. ვენეცია (პროდიუსერი – შპს „ნიკე სტუდიო” დირექტორი – რუსუდან ჭყონია, რეჟისორი – რუსუდან
ჭყონია) –  112  ქულა.
დანარჩენი პროექტები კონკურსს გამოეთიშა.