ეროვნული კინოცენტრის მიერ 2015 წელს ქართულ საბავშვო წიგნზე დაფუძნებული ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარების
დაფინანსების კონკურსში წარმოდგენილი იყო 10 პროექტი.
2015
წლის 30 აგვისტოს სხდომაზე კომისიის წევრების გადაწყვეტილებით მე-2 ტურში გადავიდა ყველა ის პროექტი, რომელმაც 40 და მეტი ქულა მოიპოვა. მე-2 ტურში მონაწილეობას
მიიღებს შემდეგი 3 პროექტი:
1. ,,ზოლემია”(ი/მ ქეთევან
ჯანელიძე, რეჟისორი – ნანა სამანიშვილი, სცენარის ავტორი – ქეთევან ჯანელიძე) – 57 ქულა;
2.,,სათაგური“ (შპს
,,ურო” ილია აგლაძე, რეჟისორი და სცენარის ავტორი – ილია აგლაძე) – 46 ქულა;
3.,,წერილი ნაძვებს“ (ფ/პ
ნიკოლოზ გელაშვილი, რეჟისორი- ნიკოლოზ გელაშვილი, სცენარის ავტორი – დავით ბაბიაშვილი)
– 45 ქულა.
დანარჩენი
პროექტები კონკურსს გამოეთიშა.
გაცნობებთ, რომ კონკურსის ათივე პროექტის ავტორებს უფლება აქვთ დაესწრონ
პირველ ვორქშოფს, რომელსაც ხორციელდება კინემატოგრაფიიის
ეროვნული ცენტრი, ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი და ჰან ფილმის
თანადგომით, ვორქშოფს ჩაატარებს მოწვეული გერმანელი ანიმაციური ფილმების ანიმატორი
მარკ მაიერი, ვორქშოფი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
ვორქშოფი ჩატარდება ნიქოზში 2 სექტემბერს 11:00 საათზე, მსურველებს
მოემსახურებათ ავტობუსი, რომელიც გავა ვარდების
მოედნიდან (ველოსიპედის ძეგლთან) ზუსტად 9:00 საათზე.