2015 წლის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსში შემოსული პროექტების გადაცემა კომისიას.
აპრილი 3, 2015
2015 წლის 1 აპრილს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსში შემოსული 40 პროექტი გადაეცა საექსპერტო კომისიას.
საექსპერტო კომისიის წევრები:
1.რუსუდან ჭყონია — რეჟისორი
2.თამარ შავგულიძე — რეჟისორი
3.ვაჟა გიგაშვილი — სცენარისტი
4.ლევან კიტია — რეჟისორი
5.ნინო მხეიძე — კინომცოდნე
6.გოგი მიქელაძე — დამდგ/მხატვარი
კონკურსის პირველი ტური დაინიშნა 2015 წლის 24 აპრილს.