
2016 წლის ქართული ფილმების კატალოგისთვის მასალების მიღება დაიწო
სექტემბერი 27, 2016
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს მასალების მიღებას 2016 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისათვის.
კატალოგში წარმოდგენილი იქნება:
- მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმები
- მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმები
- დოკუმენტური ფილმები
- ანიმაციური ფილმები
- ფილმები წარმოების პროცესში
კატალოგისათვის გადმოსაგზავნი მასალების ნუსხა:
- ფილმის სათაური (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
- ქრონომეტრაჟი, ფორმატი, ჟანრი
- რეჟისორი
- სცენარის ავტორი
- ოპერატორი
- მსახიობები
- პროდიუსერი
- მწარმოებელი კომპანია: (კომპანიის სრული დასახელება, მისამართი, ინდექსი, ვებ-გვერდი, საკონტაქტო ტელეფონები, ელექტრონული ფოსტა)
- ფილმის მოკლე ანოტაცია
- რეჟისორის ბიოგრაფია
- რეჟისორის ფილმოგრაფია (ფილმები დალაგებული უნდა იყოს ბოლოდან პირველისაკენ. მაგ; „ფილმი” (2015), „ფილმი” (2013). “ფილმი” (2010) და ა.შ. თუ ფილმი წარმოების როცესშია „ფილმი” (წარმ.)
- რეჟისორის ფოტო
- 2 კადრი ფილმიდან (მაღალი ხარისხით)
მასალები მიიღება 2016 წლის 10 ნოემბრამდე, დაგვიანების შემთხვევაში ფილმი ვერ მოხვდება კატალოგში.
ელექტრონულ მისამართზე: m.suradze@gnfc.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ, პროექტების დაფინანსების მენეჯერს და კატალოგის რედაქტორს მანანა სურაძეს
2999200 (113)
+995 577 553702