3 სექტემბერს გაიმართება ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის პრესკონფერენცია
სექტემბერი 2, 2020

3 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა #4) მედიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია.

ბათუმის საავტორო ფილმების მე-15 საერთაშორისო ფესტივალი ტარდება ქალაქ ბათუმში, 2020 წლის 13-20 სექტემბერს. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”.

პრესკონფერენციაზე გამომსვლელები ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე:

  • კინოფესტივალის 2020 წლის გამოშვების სრული პროგრამა – საკონკუსროს და არასაკონკურსო
    სექციები;
  • კინოჩვენებების ლოკაციები;
  • კინოფესტივალის 2020 წლის გამოშვების ჟიურის შემადგენლობა;
  • ინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიული ტალღა” ფარგლებში დაგეგმილი
    ვორქშოფები და მასტერკლასები;
  • ფესტივალის საპატიო სტუმრები;

კინოფესტივალის მხარდამჭერები: ქ. ბათუმის მერია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი,
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურის
სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის დრამატული თეატრი,
ბათუმის თოჯინების თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: http://www.biaff.org ; www.facebook.com/biaffbatumi ;

დამატებითი ინფორმაცია: info@biaff.org ;

პრეს-აკრედიტაცია: press@biaff.org ; ტელ: 599-482181