Berlinale Talents 3 ქართველ კინემატოგრაფისტს უმასპინძლებს
იანვარი 9, 2018
Berlinale Talents ნეთვორქინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ბერლინალეს ინიციატივით ტარდება.
წელს პლატფორმის მონაწილე 3 ქართველი კინემატოგრაფისტი იქნება:
  • ანა სარუხანოვა – რეჟისორი
  • რატი წითელაძე – რეჟისორი, პროდიუსერი
  • ნინო ვარსიმაშვილი – სცენარისტი, პროდიუსერი
Berlinale Talents კინემატოგრაფისტებს შესაძლებლობას აძლევს დაესწრონ ვორქშოპებს და მასტერ კლასებს, მიიღონ მონაწილეობა პანელ დისკუსიებში და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინონ მათი პროექტები.
Berlinale Talents 17-22 თებერვალს ჩატარდება.