BIAFF ბათუმის კინოფესტივალის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები
ნოემბერი 26, 2020

25 ნოემბერს, საქართველოს კინოაკადემიის დრაბაზში, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ღონისძიებას ესწრებოდა სტუმართა შეზღუდული რაოდენობა (ჟიურის წევრები, გამარჯვებული ფილმების წარმომადგენლები). დახურვის ცერემონიის ონლაინ ტრანსლიაცია ფესტივალის FACEBOOK გვერდზე მიმდინარეობდა.

საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები ოთხ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ასევე სპეციალური სექცია COVIDEO (პანდემიის პირობებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები). ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ კი კრიტიკოსთა რჩეული მატვრული ფილმი გამოავლინა.

BIAFF 2020-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – ლანა ღოღობერიძე – ჟიურის თავჯდომარე, კარმენ გრეი (გერმანია), ლეიტ აბდულამირი (საფრანგეთი), ნიკა აბრამიშვილი (საქართველო), გიორგი ოვაშვილი (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:

  • გრანპრი – „ბოროტება არ არსებობს“, მუჰამედ რასულოფი, გერმანია/ირანი/ჩეხეთი, 2020
  • საუკეთესო რეჟისურა  – „ყვითელი კატა“, ადილხან ერზანოვი, ყაზახეთი/საფრანგეთი, 2020
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ალბერტ სჩუჩი და უელკეტ ბუნგიუ ფილმში – „ბერლინი, ალექსანდერპლაცი“, ბურჰან ქურბანი, გერმანია/ჰოლანდია, 2020
  • საუკეთესო მსახიობი ქალი – მარიჟა სკარიჩიჩი ფილმში – „მარე“ ,ანდრეა სტაკა, შვეიცარია/ხორვატია, 2020
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – „პერსონა N2“, ნინო ბასილია, საქართველო/გერმანია, 2020

BIAFF 2020-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ჟიურიმ – ნინო კირთაძე (საფრანგეთი / საქართველო) – ჟიურის თავჯდომარე, ქშიშტოფ გიერატი (პოლონეთი), ირინა რომანჩენკო (უკრაინა), მიხეილ კვირიკაძე (საქართველო), შემდეგი პრიზები გასცა:

  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „ვეშაპი ლორინოდან“, მასიეჟ ჩუსკე, პოლონეთი, 2019
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – „დისკვალიფიცირებული“, ჰამზა ოუნი, ტუნისი/საფრანგეთი/ყატარი, 2020

BIAFF 2020-ის ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ – ლელა ოჩიაური, თეო ხატიაშვილი, არჩილ შუბაშვილი, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი:

  • საუკეთესო მხატვრული ფილმი – „სიკვდილის პირას“, ჰილალ ბაიდაროვი, აზერბაიჯანი/აშშ/მექსიკა, 2020

BIAFF 2020-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ – მოკლემეტრაჟიანი ფილმების და COVIDEO საკონკურსო სექციის ფილმები შეაფასა. ჟიური სამი წევრისგან შედგებოდა – ოთარ ლითანიშვილი (თავჯდომარე), ზურაბ მაღალაშვილი და დათო ევგენიძე.

  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ლოლო“ , მიხალ პიოტროვსკი, პოლონეთ, 2020
  • ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) – გადაეცა ორ ფილმს:
     „მარადიული ღამე“ , პედრო პერალტა, პორტუგალია, 2020
     “ფრანები“, სეიედ ჰოსეინი, ირანი, 2020

COVIDEO – მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია (პანდემიის დროს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი
ფილმების სპეციალური სექცია)

  • საუკეთესო ფილმი – „1412“, ანა ჯაფარიძე, საქართველო, 2020
  • ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) – გადაეცა ორ ფილმს:
     „ მოსაწვევი“, მელთემ ქემილოღლუ, თურქეთი, 2020; 2.20 წთ.
     „ღვინო დედასთვის- კარანტინი 2020“, ვალერის ოლეჰნო, ლატვია, 2020

 

  • BIAFF COVIDEO აუდიტორიის პრიზი – “მოჩვენება“, ნაგარაჯუ, ინდოეთი, 2020; BIAFF
    COVIDEO აუდიტორიის პრიზი ქართული ფილმისთვის – “20XX”, გიორგი ქასრაშვილი
    საქართველო, 2020;

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:

  • ნანა ჯორჯაძე (საქართველო)
  • მერაბ კოკოჩაშვილი (საქართველო)
  • დათო ევგენიძე (საქართველო)

კინოფესტივალის მხარდამჭერები : ქ. ბათუმის მერია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის დრამატული თეატრი, ბათუმის თოჯინების თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი.