BIAFF 2017-ის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები
სექტემბერი 25, 2017
24 სექტემბერს, 18:00-ზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
BIAFF 2017-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – მოჰსენ მახმალბაფი (ჟიურის თავჯდომარე, დიდი ბრიტანეთი), სიდიქ ბარმაკი (საფრანგეთი), ბორის შულმან (შვედეთი), დიანა აშიმოვა (ყაზახეთი), ნუცა ალექსი მესხიშვილი (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:
–გრანპრი – ნაზი არსება, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/ჰოლანდია/რუსეთი/ლიტვა, 2017; 143 წთ.
–საუკეთესო რეჟისურა – „შუქ-ჩრდილი (Claire Obscure), იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016
– საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – მერაბ ნინიძე ფილმში “იუპიტერის მთვარე”, კორნელ მუნდრუცო, უნგრეთი/გერმანია, 2017
–საუკეთესო მსახიობი ქალი – ეჩემ უზუნ, ფილმში „შუქ-ჩრდილი (Claire Obscure), იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016
–ჟიურის სპეციალური პრიზი – ფილმი „დედე”, მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 წთ. და ფილმ „წვეულებას” (სალი პოტტერ, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ. ) სამსახიობო ანსამბლი
BIAFF 2017-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – ალექსანდრე რეხვიაშვილი (საქართველო – ჟიურის თავჯდომარე), შონ მაკალისტერი „დიდი ბრიტანეთი), მეჰმეთ ალი არსლან (თურქეთი), ვიქტორ კუფალ (გერმანია), სეიფოლა სამადიანი (ირანი), შემდეგი პრიზები გასცა:
–საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – ცემენტის გემო, ზიად ქალთოუმ, გერმანია/ლიბია/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ.
–ჟიურის სპეციალური პრიზი – „მზის ქალაქი”, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ. და „თავისუფლების დღე”, უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ.
BIAFF 2017-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ – საფარ ჰაქდადოვ (ჟიურის თავჯდომარე, ტაჯიკეთი), ჰანა მახმალბაფი (დიდი ბრიტანეთი), ნინელი ჭანკვეტაძე (საქართველო), ასევე ორი ძირითად ნომინაციაში გაიცა პრიზები:
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – ნაზი ღამე, ქიუ იანგი, ჩინეთი, 2017
ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) – გადაეცა სამ ფილმს:
–ანა, მარგო ზუბაშვილი, საქართველო, 2017
–სამი საფეხური, სოსო ბლიაძე, საქართველო, 2017
–ვალპარაიზო, კარლო სირონი, იტალია, 2017
BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:
–მოჰსენ მახმალბაფი (ირანი/დიდი ბრიტანეთი)
–გია ყანჩელი (საქართველო)
–ვახტანგ კიკაბიძე (საქართველო)
კინოფესტივალის სპონსორები – საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”
კინოფესტივალის მხარდამჭერები – კინოთეატრი „აპოლო”, “ბრიტანეთის საბჭო”, გოეთეს ინსტიტუტი, სასტუმრო „რჩეული ვილა”, სასტუმრო „Batumi Plaza”, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „HQ პროპაგანდა”, ტურკომპანია „ვონდერლენდი”, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი”
კინოფესტივალის მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 599-482181б 597-998272