BIAFF 2020 – კინოფესტივალის პროგრამა და ფილმების ნახვის ინსტრუქცია
ნოემბერი 16, 2020

კორონავირუსის პანდემიის გამო, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის 2020 წლის გამოშვება ონლაინ ფორმატში 15-25 ნოემბერს ჩატარდება.

  • BIAFF  კინოფესტივალის პროგრამა (ფილმების სია) – http://biaff.org/ge/films  ასევე  –
    https://bit.ly/3lxtq7h
  • BIAFF კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა –  http://biaff.org/ge/BIAFF-jury
  • BIAFF კატალოგი – https://bit.ly/3f292ss

ფილმების ნახვა შესაძლებელი იქნება 15 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით!

  1. www.festivalscope.com – აქ განთავსდება ფესტივალის მხატვრული და დოკუმენტური კონკურსის, “დიდოსტატთა კოლექციის“ და „ქართული პანორამის“ ორი ფილმი. ფილმებზე წვდომისთვის საჭიროა:
    – რეგისტრაცია – მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეძლებთ საიტზე შესვლას და ფესტივალის ფილმების ნახვას. #BIAFF კინოფესტივალის ფილმები განთავსებულია შემდეგ ბმულზე – https://www.festivalscope.com/page/batumi-international-art-house-film-festival/ . 2-3 ფილმი დაემატება 16-17 ნოემბერს.
    – FESTIVALSCOPE-ზე ფილმების ნახვა ლიმიტირებული იქნება – თითო ფილმს ნახავს მაქსიმუმ 500 მაყურებელი. ფილმის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში!
    – FESTIVALSCOPE-ით სარგებლობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: თითოეული ფილმის ყურება (ე.წ. „არენდა“,“გამოწერა“) შეგიძლიათ 5 დღით და ამ 5 დღის მანძილზე თქვენ გაქვთ 30 საათი ფილმის სანახავად. (დროის ათვლა იწყება მას შემდეგ, რაც დააჭერთ ღილაკს PLAY – ამ მომენტიდან თქვენ გაქვთ 30 საათი ამ კონკრეტული ფილმის საყურებლად).
  2. www.vimeo.com – ამ პლატფორმაზე განთავსდება ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ფილმები და „ქართული პანორამის“ ერთი ფილმი.
    – მოკლემეტრაჟიანი ფილმების საყურებლად გამოიყენეთ შემდეგი ბმული – https://vimeo.com/showcase/7741777 და კოდური სიტყვა – biaff2020. კოდური სიტყვის შეყვანის შემდეგ გადადიხართ BIAFF კინოფესტივალის ფილმების პროგრამაზე და შეგიძლიათ ნახოთ იქ განთავსებული ფილმები.
    – ფილმი „კახეთის მატარებელი“ (სექცია „ქართული პანორამა“) – ფილმის ბმული -https://vimeo.com/374102258 , კოდური სიტყვა – liraproductionstudios777
    – VIMEO-ზე განთავსებული ფილმების ნახვა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნიდან.
    – ფილმების ნახვა შესაძლებელი იქნება უფასოდ ორივე პლატფორმაზე ქართული სუბტიტრებით.
  3. COVIDEO – კინოფესტივალის სპეციალური სექცია (კოვიდ19 პანდემიის პირობებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები) – შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე – https://www.facebook.com/watch/142591185759825/328839055011826

ონლაინ პლატფორმაზე ფილმების ნახვასთან დაკავშირებული კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ ორგანიზატორებს კინოფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე (www.facebook.com/biaffbatumi) ან ელ.ფოსტის მეშვეობით – info@biaff.org

კინოფესტივალის მხარდამჭერები – ქალაქ ბათუმის მერია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის დრამატული თეატრი, ბათუმის თოჯინების თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი.

საკონტაქტო ინფორმაცია – info@biaff.org, აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ
მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 599-482181б 597-998272