EurasiaDoc 2016-ისთვის პროექტების შერჩევა დასრულდა
აპრილი 16, 2016
უკვე ცნობილია ის 6 კრეატიული დოკუმენტური ფილმის პროექტი, რომელიც წყალტუბოში 1-დან – 12 მაისის ჩათვლით სცენარის განვითარების რეზიდენიცაში მიიღებს მონაწილეობას. პროექტს წარუძღვება ფრანგი რეჟისორი და პროდიუსერი ვლადიმირ ლეონი.
რეზიდენციისთვის შერჩეული პროექტებია:
  • ჩემი სივრცის ისტორია – მაკა გოგალაძე
  • ხრიდოლი – შორენა თევზაძე
  • სანამ მამა დაბრუნდება – მარი გულბიანი
  • სოფლის მელანქოლია – გიორგი ფარქოსაძე
  • პიონერი – ალექსანდრე გაბუნია
  • ბაქანი – ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი
რეზიდენციის შემდეგ აირჩევა 4 პროექტი , რომელიც ივნისში სომხეთის ქალაქ გიუმრიში პრეზენტაციების მოსამზადებელ ტრეინინგზე და ინდუსტრიულ შეხვედრებზე მიიღებს მონაწილეობას.
EurasiaDoc ითვალისწინებს 5 ქვეყნის (საქართველო, რუსეთი, თურქეთი, შუა აზია, სომხეთი) კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის სცენარის განვითარების რეზიდენციას, შეხვედრებს ევროპელ პროდიუსერებსა და ტელევიზიებთან, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.
ღონისძიების მხარდამჭერია ეროვნული კინოცენტრი.