
EurasiaDoc 2016 კრეატიული დოკუმენტური ფილმების პროექტების მიღებას იწყებს
თებერვალი 22, 2016
EurasiaDoc 2016 კრეატიული დოკუმენტური ფილმების პროექტების მიღებას იწყებს.
EurasiaDoc ეხმარება კინემატოგრაფისტებს პროექტების განვითარებასა და შემდგომში ფილმის წარმოებისათვის საჭირო თანხების მოძიებაში.
პროგრამა სამ ნაწილად იყოფა: 12 დღიანი სცენარის განვითარების რეზიდენცია, 3 დღიანი ტრენინგი პროექტის პრეზენტაციისთვის და 3 დღიანი ინდუსტრიული შეხვედრები ევროპელ პროდიუსერებთან და ტელევიზიის წარმომადგენლებთან.
პროექტს წარუძღვება ფრანგი რეჟისორი და პროდიუსერი ვლადიმირ ლეონი.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს : www.opyodoc.org