Indywood Film Carnival-ზე საქართველო წლის საუკეთესო გადასაღებ ქვეყანად აღიარეს
დეკემბერი 12, 2017
ინდოეთში წელს უკვე მესამედ Indywood Film Carnival გაიმართა, რომელიც კინოინდუსტრიის წარმომადგენლების დასაკავშირებლად ერთ-ერთი პლატფორმაა.
ღონისძიებაზე კინო ტურიზმის კატეგორიაში საქართველო წლის საუკეთესო გადასაღებ ქვეყანად აღიარეს, სპეციალური სერთიფიკატი კი იდოეთში საქართველოს ელჩმა ჩაიბარა.
პროგრამა “გადაიღე საქართველოში” ეროვნული კინოცენტრისა და სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს.
ამ ეტაპისთვის განხორციელებულია 9 კინო პროექტი, ქვეყანაში კი ინვესტიციის სახით შემოსულია 15 მილიონამდე ლარი.