
LET’S CEE Film Festival-ზე 2 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი
აპრილი 13, 2018
13-22 აპრილს ვენა LET’S CEE Film Festival-ს უმასპინძლებს.
ფესტივალზე კატეგორიაში Promising debuts მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე” იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ფილმის პრემიერაზე მიწვეულია მთავარი როლის შემსრულებელი ნათია ვიბლიანი.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში, კიდევ ერთი ქართული ფილმი – “ანა / იძინებს მზე” იქნება ნაჩვენები, რომელსაც ფილმის რეჟისორი მარგო ზუბაშვილი ფესტივალზე თავად წარადგენს.