The Eastern Neighbours Film Festival-ზე 5 ქართულ ფილმს აჩვენებენ
ნოემბერი 11, 2016
9-13 ნოემბერს ჰოლანდიაში The Eastern Neighbours Film Festival გაიმართება, რომელზეც 5 ქართულ ფილმს აჩვენებენ.
ქართული კინო წელს ფესტივალის ფოკუსშია.
10-13 ნოემბერს ფესტივალზე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური ჩვენებები მოეწყობა.
კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება:
- გიორგი წილოსანის “მზადება”
- გიგა ბაინდურაშვილის “ფეხშიშველი”
- ტატო კოტეტიშვილის “ოგასავარა”
- ვახო ჯაჯანიძის “გამოსვლა”
ასევე კინოფესტივალზე ნახავენ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტურ ფილმს “მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე”.
The Eastern Neighbours Film Festival ჰოლანდიაში წელს უკვე მეექვსედ გაიმართება.