Wrap-ის კინოჩვენებები: ოსკარზე გაგზავნილმა ქართულმა ფილმმა ‘მოირამ’ კინაღამ ნეორეალისტური დრამის გემი ჩაძირა
ნოემბერი 11, 2015
ჟურნალში Wrap გამოქვეყნებული სტატია ლევან თუთბერიძის ფილმის “მოირა” შესახებ.
“რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმში მოქმედება ვითარდება ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა საბჭოთა ეპოქის სტრესიდან.
” ქართული კინო თანდათან იბრუნებს მის ძველ დიდებას,” განაცხადა  ლევან თუთბერიძემ Wrap-ის კინოჩვენებაზე ოთხშაბათს.
რეჟისორს საკუთარი წვლილი შეაქვს ამ საქმეში: მისი ახალი ფილმი “მოირა” საქართველოს  წარმოადგენს ოსკარების უცხოურენოვანი ფილმების დაჯილდოვებაზე, მან უკვე გაიმარჯვა აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე წარმოდგენილ 50 ფილმს შორის.
არც ისე ცუდი შედეგია ფილმისთვის, რომელიც $500,000 ბიუჯეტით 24 დღეში გადაიღეს. აქედან 10 დღე გადამღებმა ჯგუფმა გაატარა აღელვებულ ზღვაში, დაჟანგულ სათევზაო ნავზე, რომლის ბადეც პროპელერში მოყვა. “მაშველები მეორე ნავით მოვიდნენ,” თქვა თუთბერიძემ, როდესაც Wrap-ის რედაქტორს სტივ პონდს ესაუბრებოდა ლოს ანჯელესის თეატრში. “ნაპირისკენ რომ მივცურავდით, თან ზღვას ვიღებდით.”
თუთბერიძის ფილმი არის ოჯახის შესახებ, რომელსაც უწევს ბრძოლა სიღარიბესა და კრიმინალთან. მოქმედება ვითარდება შავი ზღვის თვალწარმტაც პატარა ქალაქში. 
ფილმში იგრძნობა იტალიური კინემატოგრაფის გავლენა. “ფილმში არის ნეორელიზმის ელემენტები. ბედნიერი ვიქნები, თუ ამ ნამუშევარში პროფესიონალიზმიც იგრძნობა,” – აცხადებს რეჟისორი. “