საერთაშორისო კინოფესტივალებში, კინობაზრობებში, სცენარის/პროექტის განვითარებისა თუ სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ქართველი კინოპროფესიონალებისთვის გასცემს სამგზავრო გრანტს.
აღნიშნული გრანტი გაიცემა კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში შექმნილი უფლებამოსილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. გრანტის მოსაპოვებლად, პირველ რიგში საჭიროა გაეცნოთ სამგზავრო გრანტის გაცემის წესს, შესრულების ანგარიშის ფორმას და შემდეგ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც უნდა გადმოაგზავნოთ მეილზე: info@gnfc.ge
შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ელფოსტა: info@gnfc.ge