კინოპროექტების დაფინანსება

გადმოწერე სააპლიკაციო ფორმა

 

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საერთაშორისო კინოფესტივალების დაფინანსებისას უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომელის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:

  • ინდუსტრიული შეხვედრების, მასტერკლასებისა და ვორქშოფების ორგანიზება
  • საერთაშორისო ფონდებისა და პროგრამების წარმომადგენელთა მოწვევა
  • ახალგაზრდა და დამწყები კინემატოგრაფისტების ფესტივალზე მონაწილეობის უზრუნველყოფა
  • ძირითად კონკურს(ებ)ში მონაწილე ფილმების ავტორთა მოწვევა
  • ქართული ფილმების პროგრამის ან ქართველ რეჟისორთა რეტროსპექტივა
  • ფესტივალში მონაწილეობას უნდა იღებდეს მინიმუმ 10 ქვეყანა

 

პროექტის განაცხადში მითითებული უნდა იყოს ფესტივალის წინა წლის ბიუჯეტი, რა თქმა უნდა ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე, ჩასატარებელი ფესტივალის მთლიანი და ეროვნული კინოცენტრიდან მოთხოვნილი თანხის დეტალური ბიუჯეტი, მოწვეული სტუმრების სავარაუდო სია.

გაითვალისწინეთ, რომ კინოცენტრში შემოტანილი განაცხადი, ღონისძიების გამართვამდე მინიმუმ 90 დღით ადრე უნდა იყოს წარმოდგენილი.

შემოსული პროექტის დაფინანსების საკითხს განიხილავს ეროვნულ კინოცენტრში შექმნილი სათათბირო კომისია, რომელიც  ცენტრის თანამშრომლებისგან შედგება.

პროექტის დასარეგისტრირებლად შევსებული  და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა ასევე ყველა მოთხოვნილი საბუთი უნდა გადმოაგზავნოთ ელექრონულ მისამართზე: info@gnfc.ge

კონსულტაციისთვის დაუკავშირდით კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსს:

 

მანანა სურაძე: 577 553 702

m.suradze@gnfc.ge

 

 

 

 

გადმოწერე სააპლიკაციო ფორმა