კინოფესტივალების დაფინანსება

გადმოწერე სააპლიკაციო ფორმა

 

კინოპროექტების თანადაფინანსებისთვის (წარმოების გარდა) შეგიძლიათ წარმოადგინოთ პროექტები, რომლებიც ფარავენ შემდეგ თემებს:

  • კინომემკვიდრეობა – არსებული კინოფონდის დაცვა, კვლევები, კონფერენციები, გამოფენები, რეტროსპექტივები
  • კინოდისტრიბუცია – (რეგიონებში კინოთეატრებისა და კინოსივრცეების ამოქმედების კონცეფციების შექმნა, სადისტრიბუციო კომპანიების დაარსების წახალისება, კინოკვირეულების, შემოქმედებითი და საიუბილეო საღამოების ჩატარება, რეგიონული კინოკლუბების მხარდაჭერა, ვებ პლატფორმის შექმნა)
  • განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება – ტრენინგები, მასტერკლასები, ვორქშოფები და ლექციები
  • კინოლიტერატურის გამოცემა – მონოგრაფიები, ალბომები, სახელმძღვანელოები და მემუარები

 

პროექტის წარსადგენად გთხოვთგაითვალისწინოთ შემდეგი:

 

განაცხადის შემოტანა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

პროექტის განაცხადში მითითებული უნდა იყოს მისი დეტალური ბიუჯეტი.

პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ სხვა ფინანსური პარტნიორები და რომლის განხორციელებაც, მთლიანად ან ნაწილობრივ იგეგმება საქართველოში.

კინოცენტრში შემოტანილი პროექტი, ღონისძიების გამართვამდე მინიმუმ 30 დღით ადრე უნდა იყოს წარმოდგენილი.

დაფინანსების წესი და პირობები

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, მოითხოვოს შეხვედრა განმცხადებელთან ან დამატებითი საბუთების წარმოდგენა. შემოსული პროექტის დაფინანსების საკითხს განიხილავს ეროვნულ კინოცენტრში შექმნილი სათათბირო კომისია, რომელიც  ცენტრის თანამშრომლებისგან შედგება.

გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება პროექტების ავტორებს.

პროექტის დასარეგისტრირებლად შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა,  ასევე ყველა მოთხოვნილი საბუთი უნდა  გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: info@gnfc.ge

კონსულტაციისთვის დაუკავშირდით კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსს:

 

მანანა სურაძე: 577 553 702

m.suradze@gnfc.ge

 

გადმოწერე სააპლიკაციო ფორმა