დოკუმენტური ფილმის 2023 წლის წარმოების კონკურსი

კონკურსის გამოცხადების თარიღი:

26/09/2022, 14:53  

საბუთების მიღების ბოლო ვადა:

 

კონკურსის დასრულების თარიღი:

13/11/2022, 18:00  

ხარვეზების გამოსწორების ვადა:

 

დოკუმენტური ფილმის 2023  წლის  წარმოების კონკურსი

#2/5

 

ავტორიზაცია/რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე - https://front.gnfc.ge/

კონკურსის გამოცხადების თარიღი

2022  წლის  26 სექტემბერი

 

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული დოკუმენტური ფილმ(ებ)ის წარმოების დაფინანსება.

 

ფილმის ქრონომეტრაჟი

ფილმის  ქრონომეტრაჟი შეზღუდული არ არის.

უფლებამოსილი კონკურსანტი პროდიუსერი

საკონკურსო   პროექტის   განაცხადი   ეროვნულ   კინოცენტრში   უნდა   წარმოადგინოს

პროდიუსერმა, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე  ან იურიდიული პირი.

 

პროდიუსერს     არ    უნდა    გააჩნდეს    სახელმწიფოს    მიმართ    ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

 

 

რეჟისორი

პროექტის  რეჟისორი  არ  შეიძლება  იყოს  ეროვნული  კინოცენტრის  სხვა  კონკურსში გამარჯვებული და, მოცემულ ეტაპზე, დასასრულებელი ფილმის რეჟისორი.

 

რეჟისორმა კინოცენტრს უნდა წარუდგინოს, სულ მცირე, ერთი საკუთარი სარეჟისორო ნამუშევარი.

 

 

პროექტი

კონკურსზე   არ   დაიშვება   პროექტი,   რომელიც   მონაწილეობს   კინოცენტრის   მიერ გამოცხადებულ სხვა კონკურსში.

 

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:

 

  1. ელექტრონული განაცხადი;
  2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ინდივიდუალური მეწარმისთვის და იურიდიული პირისთვის (განახლებული

2022 წელს);

  1. ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
  2. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლები;
  1. პროდიუსერის ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
  1. ფილმის რეჟისორის, სცენარის ავტორის და დიალოგების ავტორის ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
  2. პროდიუსერის მოტივაცია;
  3. პროდიუსერის წინა ნამუშევარი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  4. რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
  5. რეჟისორის ერთი ან რამდენიმე ნამუშევარი ვიმეოს ან იუთუბის ლინკის ფორმით;
  6. ფილმის სინოპსისი;
  7. ფილმის სცენარი
  8. ფილმის ბიუჯეტი (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
  9. ფინანსური გეგმა (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
  10. საწარმოო გეგმა, რომელიც მოიცავს წინასაწარმოო, გადაღების, პოსტ-პროდუქციის და დასრულების ვადებს
  11. თანაპროდიუსერ(ებ)თან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  12. ვიზუალური მასალა.

 

ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით. თუ პროექტი ვერ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს, განსახილველად არ გადაეცემა საექსპერტო კომისიას.

 

 

ეროვნული ფილმის ცნობა

სავალდებულო საკონკურსო პირობები მოიცავს ეროვნული ფილმის ცნობის გაცემისათვის საჭირო პირობებსაც. პროგრამა სინემატოგრაფში პროდიუსერის მიერ სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაციის სრულად და უხარვეზოდ ატვირთვის შემთხვევაში ავტომატურად ხდება ეროვნული ფილმის ცნობის გაცემა.

 

 

დაფინანსება ეროვნული კინოცენტრიდან

კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ეროვნული  კინოცენტრის  მიერ  დაფინანსდება ფილმის მთლიანი ბიუჯეტის 75%-მდე. დანარჩენი შევსებული უნდა იყოს დაფინანსების სხვა წყაროებიდან.

 

 

დაფინანსება სხვა წყაროებიდან:

სხვა წყაროებიდან დაფინანსებაში იგულისხმება: პროდიუსერის შენატანი, ტექნიკური შენატანი, ეროვნული, რეგიონული ან საერთაშორისო სახელმწიფო ფონდების გრანტები ან სუბსიდიები, სატელევიზიო და ინტერნეტ-პლატფორმების ინვესტიციები, ფიზიკური და იურიდიული პირების ინვესტიციები, დისტრიბუციის მინიმალური გარანტიები, ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი), თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%-ს და სხვა.

 

დოკუმენტაციის წარდგენის წესი

საკონკურსო აპლიკაცია და დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული პროგრამის ,,სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის” (Cinamatography Management System – CMS) საშუალებით (იხ. ვიდეო გზამკვლევი https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ).

 

დედლაინი

საკონკურსო პროექტები  მიიღება ელექტრონულად 2022 წლის 14 ნოემბრის 18:00 სთ-მდე.

 

 

კონკურსის ეტაპები

     კონკურსზე დარეგისტრირების შემდეგ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტი ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულესა და სისწორეს;

     ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, კინოცენტრი უკავშირდება კონკურსანტებს და აძლევს 5 (ხუთ) სამუშაო დღეს ხარვეზების აღმოსაფხვრელად;

     ფილმწარმოების დეპარტამენტი არ განიხილავს პროექტების მხატვრულ მხარეს. პროექტები                        გადაეცემა     საექსპერტო     კომისიას     შეფასებისთვის,     რომლის შემადგენლობას ამტკიცებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი;

     თუ პროექტი ვერ აკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს, ის საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა  განსახილველად.

 

 

საკონკურსო ფონდი

საკონკურსო ფონდი შეადგენს 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათას) ლარს.

 

 

დასაფინანსებელი პროექტებისა და დაფინანსების ოდენობა

ეროვნული კინოცენტრი, კომისიის           რეკომენდაციის           საფუძველზე,           იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის თაობაზე, საკონკურსო პირობებით განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

 

  

გამარჯვებულ კონკურსანტებზე სუბსიდიების გაცემის და ეროვნულ კინოცენტრთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები

გამარჯვებულ    პროექტებზე    გამოყოფილი    სუბსიდიების    მიღების    და    შესაბამისი

ხელშეკრულების  გაფორმების  მიზნით  პროდიუსერი  ვალდებულია არაუგვიანეს  2024 წლის    1   სექტემბრისა წარმოადგინოს   კინოცენტრში   ბიუჯეტის   სრულად   შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (უცხო ენაზე არსებული დოკუმენტების შემთხვევაში

–  ნოტარიულად  დამოწმებული  ქართული  თარგმანები),  კო-პროდუქციის  შემთხვევაში

„კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ ევროპული კონვენციით“ ან ბილატერალური შეთანხმებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ძალას კარგავს.

 

 

აუდიტის დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება

პროდიუსერი ვალდებულია, წარმოადგინოს ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა როგორც ეროვნული კინოცენტრიდან გამოყოფილ თანხაზე, ისე სხვა წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებაზე.

 

 

ხელშეკრულება

ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ პროდიუსერსა და ეროვნულ კინოცენტრს შორის არეგულირებს პროდიუსერისა და ეროვნული კინოცენტრის ურთიერთობას ფილმის წარმოების პროცესში და მისი დასრულების შემდეგ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს მის შინაარსს, საგანს, თანხის გაცემის წესს, პროდიუსერის უფლებებს, პროდიუსერის ვალდებულებებს, კინოცენტრის უფლებებს, კინოცენტრის ვალდებულებებს, ხელშეკრულების ვადას, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, ფორს- მაჟორის საკითხებს, დავის გადაჭრის გზებს, განსაკუთრებულ ვალდებულებებს, ასევე, სხვა პირობებსა და მხარეთა რეკვიზიტებს.

 

ხელშეკრულება    მზადდება    ეროვნული    კინოცენტრის    მიერ    და    ხელმოწერამდე გადაეგზავნება მეორე მხარეს გასაცნობად.

 

 

კონსულტაციები

სასურველია, კონკურსანტებმა გაიარონ კონსულტაცია. კონსულტაციები ჩატარდება წინასწარი შეთანხმებით, კონკურსის გამოცხადებიდან ყოველდღე, ეროვნულ კინოცენტრში:

ქ. თბილისი,  სანაპიროს ქუჩა #4

ტელეფონი:   +32 2 2999 200; +32 2 2999 102.

 

 

საკონტაქტო პირები:

ნინო კუხალაშვილი  (იურიდიული ასპექტები)

ტელეფონი:   +995 577 955 250     ელ. ფოსტა:     n.kukhalashvili@gnfc.ge

სალომე დანელია  (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:   +995 599 85 07 81      ელ. ფოსტა:   s.danelia@gnfc.ge

მანანა მელაძე  (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:   +995 577 40 75 39     ელ. ფოსტა:    m.meladze@gnfc.ge ანდრო წიკლაური (წარმოება და ტექნიკური დახმარება) ტელეფონი:  +995 551 334 000 ელ.ფოსტა: a.tsiklauri@gnfc.ge გიორგი მოცრაძე (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:  +995 555 186 565 ელ.ფოსტა:  g.motsradze@gnfc.ge

 

კონკურსის ეტაპები

1
პროექტების მიღება
2
კომისიის განხილვა
3
გასაუბრების პროცესი
4
კომისიის შეფასება
5
დასრულება