2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი საერთაშორისო კინოფესტივალების ჩატარების ხელშეწყობა

კონკურსის გამოცხადების თარიღი:

19/03/2024, 18:35  

საბუთების მიღების ბოლო ვადა:

 

კონკურსის დასრულების თარიღი:

19/03/2024, 18:35  

ხარვეზების გამოსწორების ვადა:

 

სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კონკურსი

„2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი საერთაშორისო კინოფესტივალების ჩატარების ხელშეწყობა“ 

საკონკურსო პირობები

 

 

მუხლი 1. კონკურსის მიზანი

კონკურსის „2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი საერთაშორისო კინოფესტივალების ჩატარების ხელშეწყობა“ (შემდგომ - კონკურსი) მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი საერთაშორისო კინოფესტივალების ჩატარების მხარდაჭერა და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კონკურსის პირობები

  1. საპროექტო განაცხადი პროექტის დაფინანსების თაობაზე (შემდგომ - საპროექტო განაცხადი) წარდგენილ უნდა იქნეს პროექტის ავტორის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე (შემდგომ - კონკურსანტი).
  2. კონკურსანტს აღნიშნულ კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
  3. საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით.
  4. პროექტის განხილვისას პრიორიტეტი ენიჭება:

ა) საერთაშორისო კინოფესტივალების ფარგლებში ინდუსტრიული შეხვედრების, მასტერკლასებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას;

ბ) საერთაშორისო ფონდებისა და პროგრამების წარმომადგენლების მოწვევას;

გ) ახალგაზრდა და დამწყები კინემატოგრაფისტების ფესტივალზე მონაწილეობის უზრუნველყოფას;

დ) ქართული ფილმების პროგრამის ან ქართველი რეჟისორის რეტროსპექტივის მოწყობას; ე) ძირითად კონკურს(ებ)ში მონაწილე ფილმების ავტორების მოწვევას;

ვ) მონაწილე ქვეყნების რაოდენობას.

მუხლი 3. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი

  1. 1. კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საპროექტო განაცხადი - სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის (დანართი №1) შესაბამისად, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:

ა.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ბანკის მიერ გაცემული დოკუმენტი საბანკო რეკვიზიტების შესახებ;

ა.ბ) ინფორმაცია კონკურსანტის საქმიანობის შესახებ, მის მიერ შესაბამისი პროექტების განხორციელების ან/და შესაბამის პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების შესახებ;

ა.გ) პროექტის პარტნიორების სარეკომენდაციო წერილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ა.დ) საგარანტიო წერილი პროექტის სხვა დამფინანსებლისგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  1. კონკურსანტს, ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენისას, ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება 2 სამუშაო დღე, რომლის გამოუსწორებლობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია განუხილველი რჩება.
  2. დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პროექტების განმხილველი საკონკურსო კომისია (შემდგომ - საკონკურსო კომისია) უფლებამოსილია გაესაუბროს კონკურსანტს ან/და მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.


მუხლი
4. შერჩევის კრიტერიუმები

  1. სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში (შემდგომ - ეროვნული კინოცენტრი) კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებულ ინფორმაციას პროექტის შესახებ განიხილავს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
  2. კონკურსის ფარგლებში მოწონებული პროექტების გამოვლენა საკონკურსო კომისიის მიერ ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

 

შეფასების კრიტერიუმი

1

პროექტის   შესაბამისობა   კონკურსის   მიზანთან   და   ეროვნული

კინოცენტრის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან

2

პროექტის განხორციელების ფორმატი, პროექტის ინოვაციურობა

3

პროექტის მოსალოდნელი შედეგის გაზომვადობა (მდგრადობა)

4

ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზანთან მიმართებით

5

შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება

 

  1. პროექტების შეფასების შედეგად საკონკურსო კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პროექტის სრულად დაფინანსების შესახებ;

ბ) პროექტის ეროვნული კინოცენტრიდან მოთხოვნილი თანხით ნაწილობრივ დაფინანსების შესახებ;

გ) პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ; დ) პროექტის კორექტირების შესახებ.

  1. საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ წერილობით.
  2. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით, რის შემდეგაც ფორმდება ხელშეკრულება პროექტის ავტორთან.

 

მუხლი 5. კონკურსის ვადები

  1. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 19 მარტიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით ეროვნულ კინოცენტრში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4, მატერიალური სახით ან ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@gnfc.ge ელექტრონული

 

დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში და დასკანერებული. კონსულტაციები შესაძლებელია ეროვნული კინოცენტრის ცხელი ხაზის საშუალებით ტელ.: 2999 200; 2999 102 ან მობ.: 577 553 702, ელ. ფოსტა: m.suradze@gnfc.ge.

  1. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 10 აპრილისა.


    ფორმულარები: https://cutt.ly/zw4m8mAT 

კონკურსის ეტაპები

1
პროექტების მიღება
2
კომისიის განხილვა
3
გასაუბრების პროცესი
4
კომისიის შეფასება
5
დასრულება