მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2025-2026 წლის წარმოების დაფინანსება

კონკურსის გამოცხადების თარიღი:

01/09/2025, 17:00  

საბუთების მიღების ბოლო ვადა:

15/09/2025, 18:00  

კონკურსის დასრულების თარიღი:

 

ხარვეზების გამოსწორების ვადა:

 

საკონკურსო პირობები

კონკურსში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cinemacom.ge/

       1. კონკურსის მიზანი

           კონკურსის „მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2025-2026 წლის წარმოების დაფინანსება“ მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმ(ებ)ის წარმოების დაფინანსება.

 

  1. კონკურსის პირობები
    1. სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში (შემდგომ - ეროვნული კინოცენტრი) საკონკურსო განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს ფილმის წარმოების ან აუდიოვიზუალურ დარგში გამოცდილება ან/და მენეჯმენტის დარგში მნიშვნელოვანი გამოცდილება.
    2. კონკურსანტს ეროვნული კინოცენტრის წინაშე არ უნდა ჰქონდეს შეუსრულებელი ფინანსური ან სხვა ხასიათის ვალდებულება (მათ შორის, არ უნდა ჰქონდეს დაკისრებული ფინანსური სანქციები) და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
    3. კონკურსანტს ამ კონკურსის ფარგლებში შეუძლია მხოლოდ ერთი ფილმის პროექტის წარდგენა.
    4. კონკურსში არ მიიღება ის პროექტი, რომლის რეჟისორიც უკვე მუშაობს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებულ სხვა ფილმზე, როგორც რეჟისორი, და აღნიშნული ფილმი წარმოების ეტაპზე იმყოფება.
    5. საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები უნდა იყოს დამოწმებული სანოტარო წესით.
    6. ეროვნული კინოცენტრის მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს.
    7. ამ კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა არის 125 000 (ას ოცდახუთი ათასი) ლარი.
    8. საკონკურსო პირობებით განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი მაქსიმუმ 4 (ოთხი) პროექტს დააფინანსებს.
    9. კონკურსში მიიღება მხოლოდ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი, რომლის ქრონომეტრაჟი არ აღემატება 52 წუთს.
    10. კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ეროვნული კინოცენტრის მიერ ფილმის მთლიანი ბიუჯეტის 75%-მდე დაფინანსდება. ბიუჯეტის დარჩენილი ნაწილი შევსებული უნდა იყოს ალტერნატიული დაფინანსების წყაროებიდან.
    11. ფილმის პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ეროვნული ფილმის მოთხოვნებს.

 

  1. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესი
    1. კონკურსის ფარგლებში წარსადგენი საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს/ინფორმაციას:
    • 1.1 განაცხადი (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);
    • 1.2 განაცხადების მიღების ეტაპზე განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
    • 1.3 ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
    • 1.4 ფილმის მოკლე სინოფსისი (1 გვერდამდე);
    • 1.5 პროფესიონალურად და ტექნიკურად დასრულებული ფილმის სცენარი (სცენარის ფორმატში);
    • 1.6 პროდიუსერის მოტივაცია;
    • 1.7 პროდიუსერის ხედვა, მათ შორის, ფილმის პროექტის დაფინანსების შესახებ;
    • 1.8 რეჟისორის ხედვა;
    • 1.9 რეჟისორის უკვე დასრულებული ნამუშევარი/ნამუშევრები;
    • 1.10 პროდიუსერის უკვე დასრულებული ნამუშევარი/ნამუშევრები;
    • 1.11 პროექტის ხარჯთაღრიცხვა (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);
    • 1.12 პროექტის ფინანსური გეგმა (დაფინანსების მოპოვების გრაფიკი-ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);
    • 1.13 საწარმოო გეგმა (სამუშაოების შესრულების განრიგი - ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით), რომელიც მოიცავს წინა-საწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;
    • 1.14 ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) პირადობის მოწმობის ასლები, ბიოფილმოგრაფიები და საკონტაქტო ინფორმაცია;
    • 1.15 შემოქმედებითი ჯგუფის შემადგენლობა და მათთან გაფორმებული შეთანხმების/ხელშეკრულების ასლები, მათ შორის, ფილმის პროექტის ავტორებთან გაფორმებული შეთანხმების/ხელშეკრულების ასლები პროდიუსერის მიერ ფილმთან დაკავშირებული საავტორო უფლებების კანონიერი ფლობის დადასტურების შესახებ;
    • 1.16 არსებობის შემთხვევაში, ფილმის პროექტის ალტერნატიული დაფინანსების წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამტკიცებული ასლები);
    • 1.17 ფილმის თიზერი ან მცირე სცენა (არსებობის შემთხვევაში);
    • 1.18 სადისტრიბუციო სტრატეგია.

      2. ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით;
      3. საკონკურსო განაცხადი და დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ელექტრონული პროგრამისge საშუალებით.
      4. სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია მოიცავს ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას. პროდიუსერის მიერ სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაციის სრულად და უხარვეზოდ წარმოდგენის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრი გასცემს ეროვნული ფილმის ცნობას.

 

  1. პროექტის განაცხადის განხილვის წესი
    1. კონკურსზე დარეგისტრირების შემდეგ, ეროვნული კინოცენტრი ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულეს და სისწორეს. ხარვეზ(ებ)ის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტს მიეცემა 3 (სამი) სამუშაო დღე ხარვეზ(ებ)ის აღმოსაფხვრელად. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ დააკმაყოფილებს ამ საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკონკურსო განაცხადი არ განიხილება.
    2. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დაცვით მიღებული საკონკურსო განაცხადები განიხილება „სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებით დამტკიცებული დებულებების შესაბამისად.

 

  1. შეფასების წესი

    1. კონკურსის ფარგლებში წარდგენილი განაცხადები განიხილება საექსპერტო კომისიაში გაერთიანებული ორი დამოუკიდებელი შემადგენლობის მიერ.
    2. პირველ ეტაპზე, საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:

          ა) ფილმის პროექტის მხატვრული ღირებულება;

          ბ) ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების გამოცდილება;

          გ) ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილება;

          დ) ფილმის პროექტის პროდიუსერის, ავტორებისა და მონაწილეების (შემოქმედებითი ჯგუფი) მიერ შექმნილი ფილმების მიერ მიღებული ჯილდოები.

  1. მეორე ეტაპზე, საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა ფილმის პროექტებს განიხილავს შემდეგი კრიტერიუმებით:

          ა) ფინანსური კუთხით პროექტის განხორციელებადობა და მდგრადობა;

          ბ) ტექნიკური დოკუმენტაციის გამართულობა;

          გ) პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების რეალურობა;

          დ) პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მოპოვების ვადა;

          ე) გააჩნია თუ არა შეუსრულებელი ფინანსური ან სხვა სამართლებრივი ხასიათის ვალდებულება ეროვნული კინოცენტრის წინაშე (მათ შორის, დაკისრებული აქვს თუ არა ფინანსური სანქციები);

          ვ) პროექტის კომერციული წარმატების პერსპექტივა;

          ზ) მიღებული აქვს თუ არა დაფინანსება პროდიუსერს ეროვნული კინოცენტრიდან და დადებით შემთხვევაში, პროდიუსერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა (ფილმის დასრულება, გადავადების არსებობის ფაქტი, დაუსრულებელი პროექტი და სხვ.).

          თ) ხარჯთაღრიცხვის შეფასებისას მხედველობაში მიიღება, თუ რამდენად არის გათვალისწინებული საბაზრო ფასები მისი შედგენისას.

 

  1. კონკურსის ვადები და შედეგების გამოქვეყნება

    1. საკონკურსო პროექტები მიიღება ელექტრონულად, 2025 წლის 01 სექტემბრიდან 15 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ პროგრამაში - cinemacom.ge.
    2. კონკურსის მონაწილეს კონკურსის შედეგების შესახებ ეცნობება ოფიციალურად, ელექტრონულად ან მატერიალური სახით, საკონკურსო განაცხადთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

  

  1. დაფინანსებისგაცემის და ეროვნულ კინოცენტრთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები

    1. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის წარმოება უნდა დაიწყოს პროექტის დაფინანსების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 12 თვის ვადაში.
    2. დაფინანსების მიღებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, გამარჯვებული პროექტის პროდიუსერი ვალდებულია, კონკურსის შედეგების გამოქვეყნებიდან 11 თვის ვადაში, წარმოადგინოს ფილმის პროექტის ალტერნატიული დაფინანსების წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, უცხო ენაზე არსებული დოკუმენტების შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანებიც).

    3. ფილმის პროექტის ალტერნატიული დაფინანსების წყაროებია:

              ა) ფილმის პროდიუსერის/დისტრიბუტორის შენატანი;

              ბ) ფილმის პროდიუსერის/დისტრიბუტორის ტექნიკური შენატანი;

              გ) ეროვნული, რეგიონული ან საერთაშორისო სახელმწიფო ფონდების გრანტები ან სუბსიდიები;

             დ) სატელევიზიო ან ინტერნეტპლატფორმების ინვესტიცია;

              ე) ფიზიკური ან იურიდიული პირების ინვესტიცია;

              ვ) დისტრიბუციის მინიმალური გარანტიები (MG);

              ზ) ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი), თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%-ს;

              თ) დაფინანსების სხვა წყაროები.

  1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება დაფინანსების თაობაზე ძალას კარგავს.
  2. ხელშეკრულება ფორმდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში.

 

  1. აუდიტის დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება

          პროდიუსერი ვალდებულია, წარმოადგინოს ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა, როგორც ეროვნული კინოცენტრისგან გამოყოფილ თანხაზე (ეტაპების მიხედვით), ისე სხვა წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებაზე.

          კონკურსანტებმა შესაძლებელია გაიარონ კონსულტაცია, რომელიც წინასწარი შეთანხმებით, ეროვნული კინოცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში ან სატელეფონო კონსულტაციის გზით ჩატარდება.

 

          მისამართი:

          0105 თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №164.

          ტელეფონი: 2999 200; 2999 102.

 

          საკონტაქტო პირები:

          მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)

          ტელეფონი: +995 577 40 75 39;

          ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

 

          გიორგი ჯანყარაშვილი (წარმოება და ტექნიკური საკითხები)

          ტელეფონი: +995 511 137 25;

          ელ. ფოსტა: g.jankarashvili@gnfc.ge

 

          ნინო ბიგვავა (წარმოება და ტექნიკური საკითხები)

          ტელეფონი: +995 551 007 504;

          ელ. ფოსტა: n.bigvava@gnfc.ge

 

          დავით ყურაშიძე (ტექნიკური საკითხები)

          ტელეფონი: +995 599 07 56 60;

          ელ. ფოსტა: d.kurashidze@gnfc.ge

კონკურსის ეტაპები

1
პროექტების მიღება
2
კომისიის განხილვა
3
გასაუბრების პროცესი
4
კომისიის შეფასება
5
დასრულება