"ქართული კინო 1920-1930" - პროექტის პირველი ღონისძიება
"ქართული კინო 1920-1930” - პროექტის პირველი ღონისძიება 20 ნოემბერს შედგა. გაიმართა წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით “1920-იანი წლების ქართული კინო”, შემდეგ კი ნიკოლოზ შენგელაიას ფილმ "ელისოს" აღდგენილი ვერსიის ჩვენება.

20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება პირველად იხილოს დიდ ეკრანზე 1920-იან წლებში შექმნილი და ახლა უკვე აღდგენილი ქართული ფილმები. ფილმებს მაყურებელს წარუდგენენ კინომცოდნეები: ირაკლი მახარაძე, ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე და თეო ხატიაშვილი.
რეტროსპექტივა დაიხურება 19 დეკემბერს ივანე პერესტიანის ფილმით “არსენა ჯორჯიაშვილი”, რომელსაც წელს 100 წელი შეუსრულდა.
წიგნის პრეზენტაციისა და რეტროსპექტივის გარდა, პროექტი “ქართული კინო 1920-1930” მოიცავს საჯარო ლექციების ციკლს, რომელთაც ირაკლი ხვადაგიანი, ლაშა ბაქრაძე, ლევან კალანდარიშვილი, შოთა იათაშვილი და ირინე ჯორჯაძე ეროვნულ არქივში 24 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარებენ.