დასრულდა რესტავრაცია თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმისა „მონანიება“. სამუშაოები 4 თვის მანძილზე მიმდინარეობდა.
დასრულდა რესტავრაცია თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმისა „მონანიება“. სამუშაოები 4 თვის მანძილზე მიმდინარეობდა.
პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ამჟამად ეროვნულ კინოცენტრს აქვს ფილმის მაღალპროფესიულ დონეზე რესტავრირებული ვერსია.
ფილმის აღდგენის შემდეგ, “მონანიება” 34 წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. იგი აჩვენეს სექციაში “კანის კლასიკა”.
მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ იქმნებოდა ფილმი, და როგორ იხსენებენ შემოქმედებით პროცესს გადამღები ჯგუფის წევრები.