საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ლევან კოღუაშვილის "მეოთხე ბრაიტონი" გახდა.
საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ლევან კოღუაშვილის "მეოთხე ბრაიტონი" გახდა.
ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.
ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებდა:
1. “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე
2. “პერსონა #2“ – რეჟისორი ნინო ბასილია
3. „მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი
წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოავლინა სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე.