ეროვნული კინოცენტრი ესპანეთიდან პროდიუსერთა დელეგაციას მასპინძლობს

ვიზიტის ფარგლებში 7 დეკემბერს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” პროექტის მონაწილე ქართველი და ესპანელი პროდიუსერები წარადგენენ პრეზენტაციებს მათი საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ, შემდეგ კი გაიმართება მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

6-10 დეკემბერს, ეროვნული კინოცენტრის მოწვევით თბილისს ესპანელი კინემატოგრაფისტები სამუშაო ვიზიტით ეწვევიან.

ვიზიტის ფარგლებში 7 დეკემბერს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” პროექტის მონაწილე ქართველი და ესპანელი პროდიუსერები წარადგენენ პრეზენტაციებს მათი საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ, შემდეგ კი გაიმართება მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

ესპანელი პროდიუსერები ეროვნულ კინოცენტსაც მოინახულებენ და შეხვდებიან ეროვნული კინოცენტრის დირექტორ გაგა ჩხეიძეს. ამასგარდა, დაგეგმილია გაცნობითი ფორმატის ტური ქართულ საპროდიუსერო სტუდიებში.

ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის პროგრამა EU4Business: Connecting Companies-ის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება.

პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ქართველ და ესპანელ კოლეგებს შორის შედგა მადრიდში, Platino Industria forum-ზე, სადაც 10 ქართველი პროდიუსერი ეროვნული კინოცენტრისა და ესპანური ორგანიზაცია „ეხედას” თანამშრომლობით გაემგზავრა.