ანა ჩუბინიძის ანიმაციურ ფილმს “ფრენცის სასადილო” პირველი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა საბავშვო ფესტივალზე FIFEM, რომელიც მონრეალში 25-ედ გაიმართა. ქართული ანიმაცია დაჯილდოვდა ფესტივალის ჟიურის მიერ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრიზით.
“ფრენცის სასადილო” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი საქართველო-საფრანგეთის კოპროდუქციაა. საფრანგეთის მხრიდან პროდუქციის პროცესში ჩართულია ფრანგული სტუდია “ფოლიმაჟი”.
აღსანიშნავია, რომ ანიმაციის მუსიკალური გაფორმებაზე იმუშავეს ქართველმა კომპოზიტორებმა ერეკლე გეწაძემ და ზვიად მღებრიშვილმა, გახმოვანება კი სტუდია “პოსტრედში” გაკეთდა.
“ფრენცის სასადილო” უკვე ათ ფესტივალზეა შერჩეული. ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიუ იორკის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე გაიმართა.
იხილეთ ფილმის თრეილერი: https://www.youtube.com/watch?fbclid=IwAR31MfTwjcHhjrLtwrpNbn-GRfgvlL4m1s1fQuBsPqyQqiHoh4MUzBQEE7s&v=FfgQ5U-ieYE&feature=youtu.be