წერე ქართულ კინოზე - კონკურსი კინომცოდნეებისთვის

,წერე ქართულ  კინოზე” - კონკურსი კინომცოდნეებისთვის
კონკურსის პირობები


კონკურსის გამოცხადება
2022 წლის 28 ოქტომბერს ცხადდება კონკურსი ,,წერე ქართულ კინოზე“, საქართველოში
აკრედიტებული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  
სტუდენტებისთვის.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი
სახსრებით კინომცოდნეობისა და კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობა.

უფლებამოსილი კონკურსანტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების
კინომცოდნეობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის   სტუდენტებს.
კონკურსანტი არ უნდა იყოს ამავე კონკურსის გასული წლების პრიზიორი.

კონკურსის ეტაპები

კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად.
პირველ ეტაპზე წარმოსადგენი სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:

1. განაცხადი;
2. ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომელიც ადასტურებს, რომ  კონკურსანტი  არის
კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა/პასპორტი)
4. რეზიუმე (CV)
5.ერთი ფილმის რეცენზია.

საკონკურსო  განაცხადი და დოკუმენტაცია  მიიღება  ონლაინ ფორმატით, მითითებულ ლინკზე
https://forms.gle/e4u88cbsFKCUNL2A6

საკონკურსო კომისია
კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად იქმნება კინომცოდნეებისგან დაკომპლექტებული
კომისია, რომელიც განიხილავს ორივე ეტაპზე შემოსულ დოკუმენტაციას.
კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კენჭისყრის საფუძველზე,  ხმათა უბრალო უმრავლესობით.
კომისია პირველ ეტაპზე განიხილავს შემოსულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას  
კონკურსის მე-2 ეტაპის მონაწილეების შესარჩევად.
მეორე ეტაპზე, კომისიის მიერ შერჩეულ კონკურსანტებს ევალებათ ბოლო 7 წლის განმავლობაში
გადაღებულ ქართულ ფილმებზე  5 ესეს დაწერა. ფილმები შეირჩევა კომისიის მიერ.
კონკურსის მეორე ეტაპისთვის ნაშრომები კონკურსანტებმა უნდა გამოგზავნონ WinRAR ZIP   
ფორმატში მეილზე  t.gabidzashvili@gnfc.ge   და ველში „თემა“ მიუთითონ „წერე ქართულ კინოზე“.
კონკურსის მე-2 ეტაპზე მონაწილეთაგან, კომისია  გამოავლენს სამ გამარჯვებულს.  

კონკურსის ჯილდოები

კონკურსის  გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები პირველი, მეორე და მესამე
ადგილებისთვის.

პირველი ადგილისთვის ჯილდო – 3000 (სამი ათასი) ლარი. (სურვილის შემთხვევაში, ბერლინის
საერთაშორისო ფესტივალის აკრედიტაციის მიღებაში დახმარება).  
მეორე ადგილისთვის ჯილდო –  2000 (ორი ათასი) ლარი.
მესამე ადგილისთვის ჯილდო –  1500 (ათას ხუთასი) ლარი.

ვადები
საკონკურსო დოკუმენტაცია კონკურსის პირველი ეტაპისთვის მიიღება ელექტრონული ფორმით
2022 წლის 7 ნოემბრის 18:00 სთ-მდე;
კონკურსის მე-2 ეტაპზე მონაწილე კონკურსანტების მიერ ნაშრომების წარმოდგენის  ბოლო ვადაა
2022 წლის 5 დეკემბერი 12:00 სთ;

საკონტაქტო პირი:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კინოცენტრის კინოგანათლების მიმართულების პროექტების მენეჯერს,  თეა გაბიძაშვილს,
ტელეფონი: 591109569;  ელ. ფოსტა:  t.gabidzashvili@gnfc.ge

 

განაცხადის ფორმა

კონკურსის პირობები

ბრძანება