ლევან თუთბერიძის ფილმის სამურაი დასვენების ჟამს მსოფლიო პრემიერა ლოს ანჯელესში გაიმართება

ლევან თუთბერიძის ფილმის "სამურაი დასვენების ჟამს" მსოფლიო პრემიერა ლოს ანჯელესში გაიმართება. ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

კინოჩვენება აზიური ფილმების ფესტივალის (Asian World Film Festival) ფარგლებში, 16 ნოემბერს შედგება.

"სამურაი დასვენების ჟამს" სოციალური დრამაა, რომელიც ერთი ოჯახის 24 საათში განვითარებულ ისტორიას გვიყვება.

სცენარი აკა მორჩილაძეს ეკუთვნის, ფილმის ოპერატორია მინდია ესაძე, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ ნინო კასრაძე, თემიკო ჭიჭინაძე, დავით გოცირიძე, ზუკა პაპუაშვილი, ნატალია ყულოშვილი, ზაზა მაღალაშვილი და ანდრო ჭიჭინაძე.