24-27 ნოემბერს, ეროვნული კინოცენტრი ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ რეტროსპექტივას, რომელიც გამოჩენილ ქართველ მსახიობს - ოთარ მეღვინეთუხუცესს ეძღვნება.
კინოჩვენებები ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება. ნაჩვენები იქნება ის ქართული ფილმები, სადაც ოთარ მეღვინეთუხუცესმა არაერთი გამორჩეული სახე შექმნა:
24 ნოემბერი
19:00 საათი - "დიდოსტატის მარჯვენა" (რეჟისორები: ვახტანგ ტაბლიაშვილი და დევი აბაშიძე);
რეტროსპექტივის ფარგლებში ნაჩვენები ფილმები აღდგენილია ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით და ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით.
დასწრება თავისუფალია!
კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნდების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავიდან „გოსფილმოფონდი” ჩამოტანილია 51 ფილმი, აქედან აღდგენილია 49.