2-25 დეკემბერს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარმოგიდგენთ ქართული კინოსრეტროსპექტივას.
რეტროსპექტივის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 1920-1930 წლებში შექმნილი ქართული ფილმები.
პროგრამა გაიხსნება 2 დეკემბერს, 19:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოდარბაზში, ალექსანდრე წუწუნავას 1925 წელს შექმნილი ფილმით - "ვინ არის დამნაშავე".
რეტროსპექტივა დაიხურება 25 დეკემბერს, 17:00 საათზე, ალექსანდრე წუწუნავას ფილმით - "ჯანყი გურიაში" (1928). აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორმა ვაჟა მარიმ სპეციალურად ამ ფილმისთვის შექმნა ელექტრონული მუსიკა, რომელიც კინოჩვენებისას ცოცხლად შესრულდება.
რეტროსპექტივის ფარგლებში სულ ნაჩვენები იქნება 19 ფილმი. პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე. ფილმების ნაწილის აღდგენა ახლახან დასრულდა და მათ მაყურებელი დიდ ეკრანზე პირველად იხილავს.
კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
ამ ეტაპზე ფილმსაცავიდან „გოსფილმოფონდი” ჩამოტანილია 51 ფილმი, აქედან აღდგენილია 49.
რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, გიორგი კაკაბაძის ხელმძღვანელობით.