21-28 იანვარს იტალიაში გაიმართება ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი პრესტიჟული ღონისძიებაა.
ფესტივალის საკონკურსო სექციაში (FEATURE FILM COMPETITION) შედგება გიორგი ოვაშვილის ფილმის "მშვნიერი ელენე" ევროპული პრემიერა. ფილმს მაყურებელი 25 იანვარს იხილავს და მას, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, გადამღები ჯგუფიც დაესწრება.
წელს, ინდუსტრიული კუთხით, ფესტივალის ე.წ. "ფოკუს ქვეყანაა" საქართველო. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაში, რომელსაც კავკასიის რეგიონიდან კინოცენტრებისა და სხვა კინოორგანიზაციების
წარმომადგენლები დაესწრებიან, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე - მაკო ჭილაშვილი.
აღსანიშნავია, რომ 22-25 იანვარს ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიულ ღონისძიებას "როდესაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს" (When East Meets West). ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, ვორკშოპები და ტრენინგები, რაც კინემატოგრაფისტების პროფესიულ განვითარებასა და მათი პროექტების წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს. წელს,
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, ინდუსტრიულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები: