კონკურსის გამოცხადების თარიღი
2023 წლის 23 ოქტომბერი
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ახალგაზრდა კინომცოდნეების და ზოგადად კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობა.
უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
კონკურსანტი არ უნდა იყოს ამავე კონკურსის გასული წლების პრიზიორი.
კონკურსის ჯილდოები
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული სტუდენტი და მიიღებენ ფულად ჯილდოს:
• პირველი პრიზი - 3 000 ლარი.
• მეორე პრიზი - 2000 ლარი.
• მესამე პრიზი - 1000 ლარი
კონკურსის ეტაპები
კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად;
პირველ ეტაპზე კინომცოდნეებისგან დაკომპლექტებული კომისია განიხილავს შემოსულ განაცხადებს (ფილმის რეცენზიას და სხვა დოკუმენტაციას) და შეარჩევს შემდეგი ეტაპის მონაწილეებს.
მეორე ეტაპზე, კომისიის მიერ შერჩეულ კონკურსანტებს ევალებათ ეროვნული კინოცენტრის მიერ შერჩეულ 5 ქართულ ფილმზე ესეს დაწერა.
კომისიის მიერ მოხდება სამი გამარჯვებულის გამოვლენა ხმათა უმრავლესობით.
სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:
საკონკურსო განაცხადის და დოკუმენტაციის გადმოგზავნილი უნდა იქნას ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ მეილზე: info@gnfc.ge
კონკურსის ძირითად ეტაპისთვის ნაშრომები კონკურსანტებმა უნდა გამოგზავნონ
WinRAR ZIP ფორმატში მეილზე t.gabidzashvili@gnfc.ge და ველში „თემა“ მიუთითონ
„წერე ქართულ კინოზე“.
ვადები
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონული ფორმით 2023 წლის 23
ოქტომბრიდან 6 ნოემბრის 17:00 სთ-მდე;
კონკურსის ძირითად ეტაპისთვის კონკურსანტების მიერ ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ნოემბერი 17:00 სთ;
საკონტაქტო პირი:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კინოცენტრის კინოგანათლების მიმართულების პროექტების მენეჯერს, თეა გაბიძაშვილს,
ტელეფონი: 591109569; ელ. ფოსტა: t.gabidzashvili@gnfc.ge