“თანამედროვე ქართული კინო“
ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, 8 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში გაიმართება რექტოსპექტივა „თანამედროვე ქართული კინო“. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 2005-2023 წლებში შექმნილი 36 ქართული ფილმი.
8 ნოემბერს, 19:00 საათზე, რექტოსპექტივას გახსნის ლევან ზაქარეიშვილის „თბილისი-თბილისი“. ფილმი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. აღსანიშნავია, რომ იგი 2005 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. ფილმის რესტავრაციაზე მუშაობა ახლახანს დასრულდა და მაყურებელი აღდგენილ ვერსიას დიდ ეკრანზე პირველად იხილავს. ამავე დღეს შედგება რეჟისორის კიდევ ერთი, მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება სახელწოდებით „მამა“.
24 დეკემბერს, 17:00 საათზე, რეტროსპექტივას დახურავს თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“, რომელიც საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე. კინოჩვენებების გარდა, შაბათ-კვირის სეანსებზე შედგება დისკუსიები წარმოდგენილი ფილმების შემოქმედებითი ჯგუფების წევრების მონაწილეობით.
„თანამედროვე ქართული კინო“ - რეტროსპექტივის პროგრამა:
(სამუშაო დღეებში კინოჩვენებები გაიმართება 19:00 საათზე, ხოლო შაბათ-კვირას - 17:00 საათზე).
„თბილისი - თბილისი“ - რეჟ. ლევან ზაქარეიშვილი, 2005 ( 87წთ.);
„მამა“ - რეჟ. ლევან ზაქარეიშვილი, 1984 ( 19წთ.);
„ბოროტმოქმედი“ - რეჟ. დიმიტრი მამულია, 2019 (135 წთ.);
„სავარძელი“ - რეჟ. ელდარ შენგელაია , 2017 (97წთ.);
„მანდარინები“ - რეჟ. ზაზა ურუშაძე, 2013 ( 87წთ.);
„ურსუსი“- რეჟ. ოთარ შამათავა, 2020 (112წთ.);
„სამი სახლი”- რეჟ. ზაზა ურუშაძე, 2009 ( 92წთ.);
„პატარძლები“- რეჟ. თინათინ ყაჯრიშვილი, 2014 (90წთ.);
„ქუჩის დღეები“- რეჟ. ლევან კოღუაშვილი, 2010 (85წთ.);
„დედე“- რეჟ. მარიამ ხაჭვანი, 2017 (97წთ.);
„ზამთრის დეპრესია“-რეჟ. თაზო ნარიმანიძე, 2022 (103წთ.);
„ჯაყოს ხიზმები“- რეჟ. დათო ჯანელიძე, 2009 (82წთ.);
„რენე მიდის ჰოლივუდში“- რეჟ. ალეკო ცაბაძე, 2010 (105წთ.);
„მოირა“- რეჟ. ლევან თუთბერიძე, 2015 (95წთ.);
„გვიანი შემოდგომა“- რეჟ. გია ბარაბაძე, 2021 (130წთ.);
„გაღმა ნაპირი“- რეჟ. გიორგი ოვაშვილი, 2009 (89წთ.);
„ლუკა“- რეჟ. გია ბარაბაძე, 2016 (82წთ.);
„ჰორიზონტი“- რეჟ. თინათინ ყაჯრიშვილი, 2018 (105წთ.);
„ნამე“- რეჟ. ზაზა ხალვაში, 2017 (90წთ.);
„შინდისი“- რეჟ. დიტო ცინცაძე, 2019 (101წთ.);
„სოლომონი“- რეჟ. ზაზა ხალვაში,2015 (82წთ.);
„სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ - რეჟ. ბექა სიხარულიძე, 2023 (92წთ.);
„სამურაი დასვენების ჟამს“ - რეჟ. ლევან თუთბერიძე, 2021 (105წთ.);
„სხვისი სახლი“- რეჟ. რუსუდან გლურჯიძე, 2016 (103წთ.);
„შანტრაპა“- რეჟ. ოთარ იოსელიანი, 2010 (121წთ.);
„შემთხვევითი პაემნები“- რეჟ. ლევან კოღუაშვილი, 2013 (94წთ.);
„მე ვარ ბესო“-რეჟ. ლაშა ცქვიტინიძე, 2014 ( 91წთ.);
„უარყოფითი რიცხვები“- რეჟ. უტა ბერია, 2019 (110წთ.);
„მეოთხე ბრაიტონი“- რეჟ. ლევან კოღუაშვილი, 2021 (90წთ.);
„სიმინდის კუნძული“ - რეჟ. გიორგი ოვაშვილი, 2014 (100წთ.);
„მშვენიერი ელენე“- რეჟ. გიორგი ოვაშვილი, 2022 (92წთ.);
„ხიბულა“- რეჟ. გიორგი ოვაშვილი, 2017 (100წთ.);
„დასაწყისი“- რეჟ. დეა კულუმბეკაშვილი, 2021 (120წთ.);
„ბედნიერების ქალღმერთი“- რეჟ. დიტო ცინცაძე, 2015 (96წთ.);
„მოქალაქე წმინდანი“- თ.ყაჯრიშვილი, 2023 (97წთ.).
აღსანიშნავია, რომ რეტროსპექტივა „თანამედროვე ქართული კინო“ ახალი პროგრამით 2024 წელსაც გაგრძელდება.
პროექტის პარტნიორია საქართველოს კინოაკადემია.