კინემატოგრაფისტების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 3-7 აპრილს ეროვნულ კინოცენტრს სამუშაო ვიზიტით ეწვევიან ვენეციის, ლოკარნოსა და სან-სებასტიანის კინოფესტივალების პროგრამერები / სელექციის კომიტეტის წევრები: პაოლო ბერტოლინი, სტეფან ივანჩიჩი,
რობერტო კუეტო ლერა.
ფესტივალის წარმომადგენლები გაეცნობიან უახლეს ქართულ კინოპროდუქციას, ახალი ქართული ფილმების აღნიშნულ ფესტივალებზე შერჩევა / მონაწილეობის მიზნით. დახურული ჩვენება გაიმართება კინოთეატრ „ამირანში“. წარმოდგენილი იქნება
უახლესი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომელთაც ჯერ არ ჰქონიათ საერთაშორისო პრემიერა.
დაინტერესებულ პროდიუსერებს, ვთხოვთ, 31 მარტის საღამოს 6 საათამდე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში წარმოადგინონ ფილმის საპროექციო ასლები (DCP და mp4 ფორმატი).
ასევე, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებისა და ქართველი კინემატოგრაფისტების გაცნობითი შეხვედრა და პანელ-დისკუსია თემაზე "საფესტივალო სტრატეგია". ღონისძიებაზე დასწრებისთვის იხილეთ
ბმული.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით.