ფოტო გალერეა

პირველი მერცხალი - ნანა მჭედლიძის ფილმის ჩვენება ფოთში

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, 17 სექტემბერს ქალაქ ფოთში გაიმართა ნანა მჭედლიძის ფილმის „პირველი მერცხალი“ აღდგენილი ვერსიის ჩვენება. ღონისძიების მხარდამჭერი იყო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.
 
აღსანიშნავია, რომ კინოჩვენებას ეროვნული კინოცენტრისა და ქალაქ ფოთის მერიის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად დაესწრნენ მსახიობები მიხეილ კინწურაშვილი და ზურაბ შილაკაძე. ისინი ფილმში ღუტფიუსა და ჯემალის როლებს ასრულებენ. მათთან ერთად იყვნენ ნანა მჭედლიძისა (რეჟისორი) და ლევან ჭელიძის (სცენარის ავტორი) შვილები - მაგდა მჭედლიძე და კეკო ჭელიძე.
 
47 წლის შემდეგ „პირველი მერცხალის“ დაბრუნებამ ფოთში აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.