ეროვნულმა კინოცენტრმა გამართა ჟურნალ „ფილმ პრინტის“ ოცდამეორე ნომრის პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრნენ კინოსექტორისა და კინოცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„ფილმ პრინტის“ ახალი ნომერი აჯამებს 2018 წლის მნიშვნელოვან კინომოვლენებს. ჟურნალში მიმოხილულია წლის განმავლობაში ჩატარებული საერთაშორისო კინოფესტივალები და გამოქვეყნებულია რეცენზიები ახალ ქართულ ფილმებზე.
„ფილმ პრინტის“ ახალ ნომერში ასევე წაიკითხავთ საინტერესო ინტერვიუებს თემურ ბაბლუანთან, გიორგი შველიძესთან, გუგა კოტეტიშვილთან, დიტო ცინცაძესთან, ნინო ჟვანიასთან, ხათუნა ხუნდაძესთან, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილთან, მამუკა ტყეშელაშვილთან, ვილანდ შპეკთან, ლუკა ჩიქოვანთან და ა.შ.
„ფილმ პრინტის“ ახალი ნომრის რედაქტორია კინომცოდნე ლელა ოჩიაური.
ფოტოების ავტორი: მარიამ მარიამიძე