ფოტო გალერეა

ლანა ღოღობერიძის საიუბილეო ღონისძიება

ლანა ღოღობერიძე – “ისეთი გრძნობები მაქვს, თითქოს დედა დაბრუნდა, ახლა ჩამოვიდა გადასახლებიდან”.

#ლანაღოღობერიძე90

27 დეკემბერს, ლანა ღოღობერიძის საიუბილეო ღონისძიებაზე, დედამისის, პირველი ქართველი ქალი რეჟისორის – ნუცა ღოღობერიძის ფილმის “უჟმური” ჩვენება გაიმართა. „უჟმური“ ეკრანებზე პირველად 1934 წლის ბოლოს გამოვიდა, თუმცა საბჭოთა ცენზურის მიერ აიკრძალა და ამ დრომდე რუსეთის ფილმსაცავში ინახებოდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული არქივის ძალისხმევით გოსფილმოფონდიდან „უჟმურის“ საწყისი მასალები 2018 წლის ნოემბერში ჩამოიტანეს და ციფრულ ფორმატში გადაიყვანეს.