ადგილი: სოფელი ნიქოზი
დრო: სექტემბერი (შეიძლება შეიცვალოს პანდემიის გამო)
სოფელ ნიქოზში მონასტერთან არსებული მცირე ზომის ანიმაციური ფილმების სტუდია მოქმედებდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს მონასტრის ნაგებობებთან ერთად განადგურდა.
თუმცა, ომის შემდეგ პოლონეთის საელჩოს, ევროპული ორგანიზაცია “KOBERM”-ის, იაპონიის საელჩოსა და ამერიკული ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრები”-ის დახმარებით ჯერ ანიმაციის სტუდია აღდგა, ხოლო შემდეგ ხელოვნების სკოლას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. სულ მალე კი, გაჩნდა იდეა ჩატარებულიყო ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი.
2011 წლიდან, ნიქოზის წმ. ალექსანდე ოქროპირიძის ხელოვნების სკოლის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი. ოფიციალური საკონკურსო ნაწილის გარდა, მაყურებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს ძველი და ახალი ფილმები, გაეცნონ ანიმაციის სფეროში მიმდინარე პროცესებს და შეხვდნენ ამ სფეროს პროფესონალებს. ანიმაციის ხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის კი, ფესტივალი ყოველწლიურად მართავს სემინარებსა და ვორქშოპებს.