CinéDOC-Tbilisi- დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი

ადგილი: თბილისი

დრო: აგვისტო/სექტემბერი

https://cinedoc-tbilisi.com/

 

CinéDOC-Tbilisi პირველი და ყველაზე მასშტაბური დოკუმენტური ფილმების ფესტივალია კავკასიის რეგიონში, რომელიც 2013 წლიდან იმართება.

ამ ფესტივალის არსებობა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არა მხოლოდ კინოპროფესიონალებისათვის, არამედ მაყურებლისთვისაც. ერთია, რომ დოკუმენტური კინოს მიმართ ინტერესი წლების განმავლობაში, მეტ-ნაკლებად შემცირებული იყო და ალბათ არც ხმამაღალი ნათქვამი იქნება, თუ ვიტყვით რომ ამ ჟანრს, ფართო აუდიტორიაში მაყურებელიც ნაკლებად ჰყავდა. სინედოკმა კი თავისი საინტერესო გამოშვებებით, წლის განმავლობაში ჩატარებული ჩვენებებითა და ინდუსტრიული პლატფორმის განვითარებით, შეძლო ჟანრის მიმართ ინტერესის გაზრდა და მაყურებელიც,  ყოველ წელს დიდი ინტერესით ელოდება  მის მორიგ გამოშვებას. ახალი ქართული და უცხოური დოკუმენტური ფილმები, საერთაშორისო კინოფესტივალებზე პრიზირებული ნამუშევრები, მასტერკლასები და შეხვედრები, საინტერესო დისკუსიები - ეს ყველაფერი, ფესტივალის ყოველწლიური პროგრამაა. კინოფესტივალის გუნდი ცდილობს, რომ შერჩეული პროგრამა მაქსიმალურად რელევანტური იყოს ქართველი აუდიტორიისათვის და ყოველი მისი გამოშვება, აქტუალურ და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან  თემებს უტრიალებს.

CinéDOC-Tbilisi-ს ძალზედ მრავალფეროვანი ინდუსტრიული პლატფორმა გააჩნია, რომელიც რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება: კინომენტორობის პლატფორმა, CinéDOC Summer School და New Talents Caucasus. 

კინომენტორობის პლატფორმა

პროგრამა შექმნილია კინორეჟისორებისთვის, რომლებიც ამჟამად ნებისმიერი ქრონომეტრაჟის დოკუმენტურ ფილმზე მუშაობენ. აქვთ მოკლე, საშუალო თუ სრულმეტრაჟიანი კინოპროექტი და სურთ თავიანთი პროექტები საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ დოკუმენტური კინოს ექსპერტებთან ერთად განიხილონ.

კინომენტორობის პროგრამა  მასში მონაწილე რეჟისორებს დოკუმენტური კინოინდუსტრიის მენტორებთან მუშაობის უნიკალურ შესაძებლობას აძლევს: ექსპერტებთან, პროდიუსერებთან, რეჟისორებთან, გაყიდვების აგენტებთან და მონტაჟის რეჟისორებთან ინდივიდუალურ ონლაინ შეხვედრებს და  საინტერესო ჯგუფურ სამუშაოებს სთავაზობს.

 

CinéDOC Summer School

 

CinéDOC Summer School-ი ინტენსიური ვორქშოპია, რომელიც ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი კინორეჟისორებისთვის შეიქმნა. საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა დამწყებ კინორეჟისორებს პრაქტიკული და თეორიული ცოდის მისაღებას სთავაზობს, სადაც მათ საკუთარ გამოცდილებას, ამ დარგის წამყვანი კინოპროფესიონალები გაუზიარებენ.

 

 

New Talents Caucasus

 

New Talents Caucasus - კინოპროექტების პრეზენტაციებისა და პიჩინგის პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა და ნიჭიერ რეჟისორებს. შანს აძლევს მათ მსოფლიოში ცნობილ კინოპროფესიონალებს, ექსპერტებსა და ფესტივალების წარმომადგენლებს შეხვდნენ. New Talents Caucasus - კავკასიის რეგიონში დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციისა და გაძლიერებისათვის შეიქმნა.