ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

ადგილი: ქუთაისი

დრო: ოქტომბერი

https://kisff.ge/

კინოხელოვნების ცენტრი აია-ს ორგანიზებით ქუთაიში 2021 წელს პირველად ჩატარდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი.

ფესტივალის მიზანია ხელი შუწყოს ქართველ კინემატოგრაფისტებს და მათ უცხოელ კოლეგებს პროფესიული კავშირების დამყარებაში. მართალია, მისმა პირველმა გამოშვებამ პანდემიის პირობებში, შედარებით მოკრძალებულად ჩაიარა, თუმცა მისი ორგანიზატორების მიზანია მაქსიმალურად გააფართოვონ მასში მონაწილე ქვეყნების სია და ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის შესახებ, რაც შეიძლება ბევრმა ქვეყანამ გაიგოს.  

პირველ გამოშვებაზე ფესტივალზე მასტერკლასები ჩაატარეს - კინორეჟისორმა და პროდიუსერმა ლევან გაბრიაძემ, ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა და კინოოპერატორმა ალექს ბერკოვიჩმა. ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში კი გაიმართა „სცენარის განვითარების ვორქშოპი“, რომელზეც მონაწილეებს საკუთრი გამოცდილება გაუზიარეს კინოპროფესიონალებმა გივი ოდიშარიამ (კინოდრამატურგი), ლევან კიტიამ (რეჟისორი) და გელა ბაბლუანმა (რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი). 

საინტერესოა, რომ ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება არამხოლოდ პროფესიონალ კინემატოგრაფისტებს, არამედ სტუდენტებსა და კინომოყვარულეს შეუძლიათ. ასე რომ ეს ფესტივალი, ახალბედა რეჟისორებისათვის ნამდვილი მიგნებაა.