ამირანი - თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი

ადგილი: თბილისი

დრო: ივნისი

http://tbilisistudentfilmfestival.ge/

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ ერთ-ერთი ძველი კინოფესტივალია საქართველოში, რომელსაც 1980 წელს ჩაეყარა საფუძველი. ეს იყო კინემატოგრაფისტთა ახალგაზრდა თაობისთვის პირველი, თავისუფალი პლატფორმა. მართალია, რამდენიმე წლის განმავლობაში ფესტივალი შეჩერებული იყო, თუმცა 2007 წელს ის აღდგა და მას შემდეგ, ყოველწლიურად იმართება.

წლების განმავლობაში იზრდებოდა საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი და დღეს, მასში მრავალი ქვეყნის ახალგაზრდა, დამწყები კინემატოგრაფისტი იღებს მონაწილეობას.