თოფუზი - ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი

ადგილი: ბათუმი, აჭარა

დრო: ოქტომბერი

http://www.adf.ge

„თოფუზის“ ორგანიზატორთა მიზანია ანიმაციური კინოს პოპულარიზაცია საქართველოში და ამ სფეროს წარმომადგენლებისათვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ქართველ და უცხოელ კოლეგებს გააერთიანებს; ცოდნის, იდეებისა და  რეკომენდაციების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს. ფესტივალის ორგანიზატორები თვლიან, რომ დღეს ქართულ ანიმაციურ კინოს ყველაზე მეტად სჭირდება ევროპულ ბაზარზე ინტეგრირება და ამიტომ, ცდილობენ ფესტივალის მსვლელობისას ისეთი შემეცნებითი ღონისძიებები ჩაატარონ, რომელიც ქართველ პროდიუსერებს, რეჟისორებსა და ანიმატორებს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება. 

საქართველოში ანიმაციური კინოს პოპულარიზაციისათვის, ფესტივალის ორგანიზატორებმა ქვეყნის 6 რეგიონში ანიმაციის სასწავლო სტუდია გახსნეს და პერიოდულად, რეგიონებში, ანიმაციური ფილმების ფესტივალს „ექო თოფუზი“-ს მართავენ. ამას გარდა, ფესტივალს აქვს საკუთარი ცენტრალური სტუდია თბილისში, სადაც პროფესიონალი ანიმატორები საკუთარ პროექტების შექმნაზე და მათ განვითრებაზე მუშაობენ.