მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი

ადგილი: მესტია, სვანეთი

დრო: აგვისტო

www.mestiaff.ge

 

სვანეთი საქართველოს გამორჩეული ადგილია, თავისი შთამბეჭდავი, მისტიკური ბუნებითა და ძირძველი ტრადიციებით. სწორედ აქ, 1930 წელს, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა რეჟისორმა მიხეილ კალატოზიშვილმა (კალატოზოვი) გადაიღო დოკუმენტური ფილმი „მარილი სვანეთს'', რომლითაც დღეს, მსოფლიოს წამყვანი კინოსკოლები სტუდენტებს რეჟისურას ასწავლიან.

2021 წელს, სწორედ აქ, სვანეთის გულში - მესტიაში, პირველად ჩატარდა მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის თემატიკის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელმაც კინემატოგრაფისტებს სვანეთის ზღაპრულ ბუნებაში უმასპინძლა.

ფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებით: საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი (მთის თემაზე), მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმების რეტროსპექტივა და სპეციალური სექცია. როგორც ცნობილია, 2022 წელს ამ სექციის ფოკუს ქვეყანა უკრაინა იქნება. 

ფესტივალის დამფუძნებლები არიან ააიპ „მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ და რეჟისორი, პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძე.