ეზოდოკი საქართველოში

ეზოდოკიESoDoc – European Social Documentary საქართველოში

ადგილი: თბილისი

დრო: დეკემბერი

www.esodoc.eu

ESoDoc - ევროპული სოციალური დოკუმენტური კინო - სასწავლო ინიციატივაა მედია პროფესიონალებისთვის, რეჟისორებისთვისა და პროდიუსერებისთვის, რომლებსაც სურთ შემოქმედებითი უნარების განვითარება, თავიანთი ფილმის იდეასა თუ მედია პროექტზე მუშაობა. პროგრამა შემუშავებულია მათთვის, ვისაც უნდა დრო და ენერგია შემოქმედებით პროცესს დაუთმოს და აუდიო-ვიზუალური თხრობის ახალ ხერხებს დაეუფლოს.

ESoDoc-ს იტალიის ‘ზელიგის დოკუმენტური კინოსა და ახალი მედიის სკოლა“ რამდენიმე წელია რაც ატარებს, თუმცა პროგრამას საქართველო 2020 წლიდან შეუერთდა. 

საქართველოში მის ჩატარებას მედია ორგანიზაცია Chai Khana, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს.