ანიმა

ადგილი: თბილისი

დრო: ნოემბერი

www.saqanima.com

საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმა“ 2019 წელს დაარსა რეჟისორმა და პროდიუსერმა მარიამ კანდელაკმა, რატი ნანეიშვილთან და ელენე მურჯიკნელთან ერთად.

„საქანიმა“ აერთიანებს ანიმაციის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, სტუდენტებსა და პროდიუსერებს. ასოციაციის მიზანი კი, ქართული ანიმაციის პოპულარიზაცია და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების დახმარებაა. სწორედ ამიტომ, „საქანიმა“ ატარებს კონფერენციებსა და ვორქშოპებს, რაც მონაწილეებს პრაქტიკული უნარების განვითარებაში, თანამედროვე ტენდენციების გაცნობაში და საზღვრებს გარეთ, საჭირო კონტაქტების დამყარებაში ეხმარება.

ასოციაციამ ნოემბერში გამართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია - ანიმა თბილისი 2021, რომელიც პანელ-დისკუსიებს, ქართული ანიომაციური ფილმების ჩვენებას, მასტერკლასებსა და სამუშაო შეხვედრებს სთავაზობდა მონაწილეებს.

არაერთ სპონსორთან ერთად, ასოციაციას გვერდში უდგას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიც.